ლონდონელები
Tuesday, July 4, 2017
მეცხრე დღის რეფლექსია.
ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გახსენებით.ბლოგზე დავამატეთ ახალი გაჯეტები.ჩვენი დოკუმენტები გავანაწილეთ ჩვენს მიერ შექმნილ პორტფოლიოს ჩექლისტებში.შესვენების შემდეგ თითოეულმა პედაგოგმა წარმოადგინა თავისი პრეზენტაცია.ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო,რისთვისაც მადლობას ვუხდით გიორგის.
Friday, June 30, 2017
მერვე დღის რეფლექსია.
მერვე დღეს ტრადიციულად ტრეინინგი დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით.გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს და მოგვეცა შესაბამისი მითითებები.ამის შემდეგ განვიხილეთ რუბრიკები,ვიწავლეთ დრაივიდან დოკუმენტების გაზიარება ბლოგზე,ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე.შემდეგ მოგვეცა საშინაო დავალება.
მადლობა ტრენერს მერვე ტრენინგისატვის.
მადლობა ტრენერს მერვე ტრენინგისატვის.
Wednesday, June 28, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია.
მეშვიდე დღეს გავეცანი შეფასებებს და შეფასების ფორმებს,რომელიც დამეხმარება საგაკვეთილო პროცესში პროექტის შეფასებაში.ამისათვის შევედი ინტელის ბლოგზე და რესურსებიდან ავირჩიე მოდული ხუთის აქტივობა პირველი.გავეცანი შეფასების რუბრიკების შაბლონს რომელიც მოვარგე ჩემი მოსწავლეების პროექტს.შევქმენი პრეზენტაციის რუბრიკა, შემდეგ შესაბამისი კითხვებისათვის შევედი დრაივზე გავხსენი ჩემი საქაღალდე მაკა ითაშვილი.ჩამოვაყალიბე და შევიტანე კითხვები ვმვ რუბრიკის მიხედვით.ეს ინფორმაცია არ შეგვინახავს რადგან დრაივზე თვითონ ინახავს.ამის შემდეგ მოგვეცა საშინაო დავალება, დავასრულოთ რუბრიკები და გეგმა შევავსოთ პროცედურების ჩათვლით.დღე ძალიამ საინტერესო და ნაყოფიერი იყო
Sunday, June 25, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
ჩემს დრაივზე შევქმენი ახალი საქაღალდე რომელსაც დავარქვი სახელი:მაკა ითაშვილი დოკუმენტის ორგანიზებისათვის შევქმენი ახალი საქაღალდე:კურსის_რესურსები,მოსწავლის_ნიმუშები,სასწავლო_პროექტის_გეგმა,სასწავლო_პროექტის_დამხმარე,სურათები_აუდიო_ვიდეო და შეფასებები.შევედი ბლოგზე,შევქმენი ახალი გვერდი,რომელსაც დავაექვი პორტფოლიო,მოვნიშნე და ავირჩიე ლინკი,ამის შემდეგ ჩავსვი დაკოპირებული პორტფოლიოს მისამართი და გამოვაქვეყნე.შევედი მთავარ მასალაზე:სახელმძღვანელოში სასწავლო ნიმუშების შექმნა,წავიკითხე აქტივობა 1 და 2 ასევე მოვიძიე მასალა გიორგის ბლოგიდან და ვიმუშავეთ წყვილებში. ტრენინგის ბოლოს მომეცა საშინაო დავალება.
Saturday, June 24, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია.
მეხუთე დღეს განვიხილე პროექტის გეგმა.პროექტის შინაარსში უნდა იყოს გადმოცემული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა.ასევე აქტივობების სახით ჩაშლილი, პროექტის აქტივობები.რომელსაც მოსწავლეები განახორციელებენ.ასევე განვიხილე სტანდარტი რომელიც არ უნდა შევცვალო და გადმოვიტანო სახელმზრვანელოდან ან განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან.რათქმაუნდა სტანდარტი უნდა შეესაბამებოდეს კლასსის საფეხურის სტანდარტს და პროექტის მიზნებსა და შედეგებს.პროექტის გეგმასი მოცემული მიზანი და შედეგის ველი შევავსო მარტივი ენით,რომ მოსწაქვლეებმა გაიაზრონ პროექტის ფარგლეში თუ რა მიზანს და შედეგს უნდა მიაღწიონ.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომ გადავამოწმო სწორად შევქმენი თუ არა,სახელმძღვანელოში მოდულ 2 ში დამატებით რესურსებში გამოვიყენო დოკუმენტი.(მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა).პროექტში ვიყენებ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს,რომელიც პროექტის მთლიან ეტაპზე მიმდინარეობს ,,პროექტის დაწყებისას,მსვლელობისას და დასრულებისას'' შეფასების მეთოდები,რომ შევარჩიო სახელმძღვანელოდან გამოვიყენებ შეფასების ხუთ სტრატეგიას,რომელიც მოცემულია მეორე მოდულის აქტივობა სამში.
რაც შეეხება ბროშურას,რომელსაც ვქმნით სამიზნე ჯგუფისათვის მაგალითად,მოსწავლისთვის,მშობლისატვის ან სხვა დაინტერესებული პირისატვის,ამისატვის აუცილებელია სტატიები რომელსაც ბროშურაში განვათავსებ,განვსაზღვრო მათი ინტერესები ისე შევქმნა სტატიები.ტექნიკურად თუ რაიმეს ვერ ვახერხებ,გამოვიყენებ ვიდეო გაკვეთილებს ვებ გვერდიდან ict.tpdc.ge.ამ ვებ გვერდზე მაქვს ყველა ის პროგრამა განხილული რაც შეიძლება გამოვიყენო როგორც სასკოლო ისე პირადი ცხოვრებისათვის.
პრეზენტაცია რომელიც სამიზნე აუდიტორიას გააცნობს პროექტის შესახებ მასალებს და რომელიც მე უნდა წარვუდგინო, აუცილებელია მქონდეს მასში წარმოდგენილი სლაიდები:პროექტის სახელწოდება,პროექტის შინაარსი,ესგ,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,აქტივობები,შეფასება,მიზნები და შედეგები და დამშვიდობების სლაიდი,სადაც სასურველია მქონდეს გამოყენებულ ლიტერატურაზე ინფორმაცია ასეთის არსებობის შემთხვევაში.
დღეს განვიხილეთ მოდული 3.კავშირები რომელშიც საუბარია თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესში და როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.მომდევნო ტრეინინგისათვის მზად უნდა მქონდეს პროექტის გეგმაში შევსებული წინარე ცოდნა და სასწავლო პროცედურები.სასწავლო პროცედურები არის პროექტის სრული ციკლი თუ როგორ იწყება,რა მასალებით ვიწყებ,როდის ვიწყებ,რა აქტივობებს ვიყენებ,რით ვაფასებ.სასწავლო პროცედურების დაწერამდე აუცილებლად წავიკითხო მინიმუმ ორი პროექტის გეგმა სახელმძრვანელოდან,რომელიც რესურსებსი სულო ბოლოშია მოცემული.
Saturday, June 17, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღე საინტერესო იყო.ტრენერმა ბატონმა გიორგიმ შეგვიმოწმა დავალება,მოვნიშნეთ მითითებები და კოლეგებთან ერთად განვიხილეთ საკვანძო საკითხები,გავმეორეთ სურათის დოკუმენტში ჩასმა.გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი გეგმის ჩასაწერად.ვისწავლეთ ბროშურის შექმნა და ჩავინიშნეთ შემდგომი ტრენინგის დავალებები..
Friday, June 16, 2017
მესამე დღე
გავეცანი სასწავლო რესურსებს,შევცვალე ბლოგის სახელწოდება,ჩავასწორე და შევქმენი გვერდები,შევისწავლე ბუკლეტების და ბროშურების გაკეთება.ძირეულად განვიხილეთ სახლში შესრულებული სამუშაო და ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე.
Subscribe to:
Posts (Atom)
მეცხრე დღის რეფლექსია.
ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გახსენებით.ბლოგზე დავამატეთ ახალი გაჯეტები.ჩვენი დოკუმენტები გავანაწილეთ ჩვენს მიერ შექმნილ პორტფოლიოს ჩე...
-
მეხუთე დღეს განვიხილე პროექტის გეგმა.პროექტის შინაარსში უნდა იყოს გადმოცემული თემის აქტუალობა და მნიშვ...
-
ჩემს დრაივზე შევქმენი ახალი საქაღალდე რომელსაც დავარქვი სახელი:მაკა ითაშვილი დოკუმენტის ორგანიზებისათვის შევქმენი ახალი საქაღალდე:კურსის_რე...
-
მერვე დღეს ტრადიციულად ტრეინინგი დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით.გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს და მოგვეცა შესაბამისი მითითებები.ამის ...