Saturday, June 24, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია.
მეხუთე დღეს განვიხილე პროექტის გეგმა.პროექტის შინაარსში უნდა იყოს გადმოცემული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა.ასევე აქტივობების სახით ჩაშლილი, პროექტის აქტივობები.რომელსაც მოსწავლეები განახორციელებენ.ასევე განვიხილე სტანდარტი რომელიც არ უნდა შევცვალო და გადმოვიტანო სახელმზრვანელოდან ან განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან.რათქმაუნდა სტანდარტი უნდა შეესაბამებოდეს კლასსის საფეხურის სტანდარტს და პროექტის მიზნებსა და შედეგებს.პროექტის გეგმასი მოცემული მიზანი და შედეგის ველი შევავსო მარტივი ენით,რომ მოსწაქვლეებმა გაიაზრონ პროექტის ფარგლეში თუ რა მიზანს და შედეგს უნდა მიაღწიონ.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომ გადავამოწმო სწორად შევქმენი თუ არა,სახელმძღვანელოში მოდულ 2 ში დამატებით რესურსებში გამოვიყენო დოკუმენტი.(მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა).პროექტში ვიყენებ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს,რომელიც პროექტის მთლიან ეტაპზე მიმდინარეობს ,,პროექტის დაწყებისას,მსვლელობისას და დასრულებისას'' შეფასების მეთოდები,რომ შევარჩიო სახელმძღვანელოდან გამოვიყენებ შეფასების ხუთ სტრატეგიას,რომელიც მოცემულია მეორე მოდულის აქტივობა სამში.
რაც შეეხება ბროშურას,რომელსაც ვქმნით სამიზნე ჯგუფისათვის მაგალითად,მოსწავლისთვის,მშობლისატვის ან სხვა დაინტერესებული პირისატვის,ამისატვის აუცილებელია სტატიები რომელსაც ბროშურაში განვათავსებ,განვსაზღვრო მათი ინტერესები ისე შევქმნა სტატიები.ტექნიკურად თუ რაიმეს ვერ ვახერხებ,გამოვიყენებ ვიდეო გაკვეთილებს ვებ გვერდიდან ict.tpdc.ge.ამ ვებ გვერდზე მაქვს ყველა ის პროგრამა განხილული რაც შეიძლება გამოვიყენო როგორც სასკოლო ისე პირადი ცხოვრებისათვის.
პრეზენტაცია რომელიც სამიზნე აუდიტორიას გააცნობს პროექტის შესახებ მასალებს და რომელიც მე უნდა წარვუდგინო, აუცილებელია მქონდეს მასში წარმოდგენილი სლაიდები:პროექტის სახელწოდება,პროექტის შინაარსი,ესგ,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,აქტივობები,შეფასება,მიზნები და შედეგები და დამშვიდობების სლაიდი,სადაც სასურველია მქონდეს გამოყენებულ ლიტერატურაზე ინფორმაცია ასეთის არსებობის შემთხვევაში.
დღეს განვიხილეთ მოდული 3.კავშირები რომელშიც საუბარია თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესში და როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.მომდევნო ტრეინინგისათვის მზად უნდა მქონდეს პროექტის გეგმაში შევსებული წინარე ცოდნა და სასწავლო პროცედურები.სასწავლო პროცედურები არის პროექტის სრული ციკლი თუ როგორ იწყება,რა მასალებით ვიწყებ,როდის ვიწყებ,რა აქტივობებს ვიყენებ,რით ვაფასებ.სასწავლო პროცედურების დაწერამდე აუცილებლად წავიკითხო მინიმუმ ორი პროექტის გეგმა სახელმძრვანელოდან,რომელიც რესურსებსი სულო ბოლოშია მოცემული.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მეცხრე დღის რეფლექსია.
ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გახსენებით.ბლოგზე დავამატეთ ახალი გაჯეტები.ჩვენი დოკუმენტები გავანაწილეთ ჩვენს მიერ შექმნილ პორტფოლიოს ჩე...
-
მეხუთე დღეს განვიხილე პროექტის გეგმა.პროექტის შინაარსში უნდა იყოს გადმოცემული თემის აქტუალობა და მნიშვ...
-
ჩემს დრაივზე შევქმენი ახალი საქაღალდე რომელსაც დავარქვი სახელი:მაკა ითაშვილი დოკუმენტის ორგანიზებისათვის შევქმენი ახალი საქაღალდე:კურსის_რე...
-
მერვე დღეს ტრადიციულად ტრეინინგი დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით.გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს და მოგვეცა შესაბამისი მითითებები.ამის ...
No comments:
Post a Comment